LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიკავშირდებიან და საცხოვრებელს მთავაზობენ, რეალურად უსახლკარო სულაც არ ვარ“ – კევინ სპეისის საგანგებო განცხადება და დიდი აჟიოტაჟი

220
page

კევინ სპეისის ინტერვიუმ, რომელშიც მან განაცხადა, რომ სასტუმროებში ცხოვრობს, სახლი აღარ აქვს და თავს ბარებში სიმღერით ირჩენს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, 66 წლის მსახიობი ახლა განმარტავს, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული.

„ჩვეულებრივ, მედიის შეცდომებს არ ვასწორებ, ეს რომ ვაკეთო, სხვა არაფრისთვის დამრჩებოდა დრო. თუმცა, ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების გათვალისწინებით, თითქოს უსახლკარო ვარ, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ განვმარტო ყველაფერი, არა ჟურნალისტებისთვის, არამედ იმ ათასობით ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად მიკავშირება და საცხოვრებელს მთავაზობს. მინდა გითხრათ, რომ თქვენი თანაგრძნობა მე მაძლიერებს, მაგრამ არასწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ რეალურად უსახლკარო ვარ, ეს ასე არ არის“, – აღნიშნა მან „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

„სამსახურს ვეძებ, უსახლკარო ვარ“ – 66 წლის კევინს სპეისის სულისშემძვრელი ინტერვიუ

შეგახსენებთ, ბრიტანულ გამოცემასთან, The Telegraph-თან ინტერვიუში მსახიობმა, რომელსაც რამდენიმე მამაკაცი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, განაცხადა, რომ სკანდალის შემდეგ ის უსახლკაროდ დარჩა.

„მუდამ გადაბარგებებში ვარ, ვქირაობ ბინებს, ვმუშაობ იქ, სადაც შესაძლებლობა მაქვს. ფაქტობრივად უსახლკარო ვარ. ჩემმა ხარჯებმა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწია, ხოლო შემოსავალი, თითქმის ნულს გაუტოლდა. ახლა ისევ ვეძებ ნებისმიერ სამუშაოს. ჩემი ნივთები საწყობშია შენახული. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება და ახალი ცხოვრების დაწყებას შევძლებ“, – განაცხადა მსახიობმა.

ცნობისთვის, სპეისის წინააღმდეგ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაახლოებით 20 ადამიანმა შეიტანა სარჩელი. მათ შორის სერიალ, House of Cards-ის მსახიობებმა. ბრალდება არ დადასტურდა, თუმცა სკანდალმა მსახიობის კარიერა სრულად გაანადგურა. 2023 წელს სასამართლომ სპეისი გაამართლა. ბრალდებების შემდეგ მან საჯაროდ აღიარა თავისი სექსუალური ორიენტაცია.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კევინ სპეისი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები