დღეს და ხვალ დღე გეომაგნიტურია, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება. მოსალოდნელია თავის ტკივილი, განწყობის ცვალებადობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება.
ცის კაბადონზე საინტერესო ცვლილება ფიქსირდება – პლანეტა სატურნი დღეიდან ხდება დირექტული, ანუ სწორად მავალი, რაც ხელს შეუწყობს ახალი ხელმძღვანელი ძალების გამოჩენას, პოლიტიკური მიმართულებების გააქტიურებას, ახალი შესაძლებლობების გამოვლენას, ლიდერულ თვისებათა გაძლიერებას, ორგანიზაციული უნარების განვითარებას და მავნე ჩვევების დაძლევას.
დღის რეკომენდაცია – ყურადღებით დაგეგმეთ ნებისმიერი საქმე, რადგან დღე სიურპრიზებით არის სავსე. მოიმატებს სხვის განწყობაზე დამოკიდებულება. ურთიერთობებში საჭიროა მეტი სიფრთხილე და თავშეკავება; ასევე მაღალია ილუზიებისა და მოტყუების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობები – გაიზრდება ნდობა და გულწრფელობა.
ჯანმრთელობა – სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემები, ტერფების ზონა და მხედველობა. აღნიშნულ სფეროებში ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია ქორწინებისთვის, იურიდიული საკითხებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ფოტოგრაფიული საქმიანობისთვის. დღეს მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებასა და სესხის აღებას.
დღის მინერალები – მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებს და ახალ შესაძლებლობებს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ქალწულის, თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებზე. რთული იქნება ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომლებმაც განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.