BBC News-ის ინფორმაციით, მსახიობ, კევინ სპეისის წინააღმდეგ, რომელსაც წარსულში არაერთი მამაკაცი სდებდა ბრალს სექსუალურ შევიწროებაში, სამი ახალი საჩივარი შევიდა.
სამივე მამაკაცი აცხადებს, რომ ფაქტები 2000–2013 წლებში მოხდა. ორი მათგანი ინკოგნიტოდ დარჩა, მესამე მამაკაცის სახელი კი რუარ ქენონია. ის ღიად ამბობს, რომ 2013 წელს, როცა სპეისი Old Vic-ის თეატრს ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთ წვეულებაზე მას „შეუფერებლად“ მოექცა. ინკოგნიტოდ დარჩენი მოსარჩლე კი აცხადებს, რომ 2008 წელს სპეისის ქცევის გამო მან ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.
თავად სპეისი ბრალდებებს უარყოფს. საქმის განხილვა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში, 2026 წლის 12 ოქტომბერს დაიწყება.
ცნობისთვის, სპეისის წინააღმდეგ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაახლოებით 20 ადამიანმა შეიტანა სარჩელი. მათ შორის სერიალ, House of Cards-ის მსახიობებმა. ბრალდება არ დადასტურდა, თუმცა სკანდალმა მსახიობის კარიერა სრულად გაანადგურა. 2023 წელს სასამართლომ სპეისი გაამართლა. ბრალდებების შემდეგ მან საჯაროდ აღიარა თავისი სექსუალური ორიენტაცია.
„სამსახურს ვეძებ, უსახლკარო ვარ“ – 66 წლის კევინს სპეისის სულისშემძვრელი ინტერვიუ

