Toyota-მ იაპონურ ბაზარზე წარმოადგინა განახლებული Century – სედანი, რომლის მიმდინარე თაობა 2018 წელს გამოვიდა და ახლა პირველად გაუკეთდა რესტაილინგი. ცვლილებები არ შეხებია არც ავტომობილის კონსერვატიულ გარეგნობას და არც მის ტექნიკურ მახასიათებლებს, თუმცა Century გახდა უსაფრთხო და „უფრო ჭკვიანი“. ამასთან, ოთხკარიანი მოდელი საგრძნობლად გაძვირდა.
Toyota-მ Century-ის მოარგო თანამედროვე უსაფრთხოების პაკეტის – Safety Sense უახლესი ვერსია. ახლა სედანი ბევრად უკეთ აფიქსირებს ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს, მათ შორის გზაჯვარედინებზე. ხოლო ფუნქცია Proactive Driving Assist საშუალებას აძლევს ავტომობილს:
ავტომატურად აკონტროლოს სიჩქარე, როცა წინ მოძრავ ტრანსპორტს უახლოვდება;
მსუბუქად შეასრულოს მობრუნება, თუ გზაზე მოულოდნელი დაბრკოლება გამოჩნდება.
სალონში მთავარი სიახლე 8 დუიმიანი ცენტრალური ეკრანია, რომელიც ახლა უკვე სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის.
Toyota Century კვლავ იყენებს 5.0 ლიტრიან V8 ბენზინის ძრავას 381 ცხ․ძ-ით და ელექტროძრავს, რომელიც 224 ცხ․ძ-ს ავითარებს. განახლების შემდეგ სედანის საწყისი ფასი 23 მილიონი იენა გახდა, რაც წინა ვერსიასთან შედარებით თითქმის 3 მილიონი იენით ზრდას ნიშნავს.