LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ ცუდი წლები იყო, კანფეტის ქურდობისთვის ვარ ბორჯომში დაჭერილი ბავშვობაში… მადლობა მეუფე სერაფიმეს, რომ სწორ გზაზე დამაყენა“ – რა თხოვნა ვერ შეუსრულა მეუფეს ზურა ხაჩიძემ

247
ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე პოტკასტში „ირინას ეპიზოდი“ „ქუჩის ბიჭების“ შექმნის ისტორიას იხსენებს.

„მივედი მამა სერაფიმთან და ვუთხარი, ბორჯომი უნდა დავტოვო-მეთქი. მეუფემ ხუთივე დაგვაყენა, ლოცვა წაგვიკითხა, კურთხევა მოგვცა, მაგრამ გვითხრა, გადაარქვით ჯგუფს სახელიო. რომ ვკითხე, რა დავარქვა-მეთქი, მითხრა „ქუჩის ბიჭების“ ნაცვლად „ბორჯომელი ბიჭები“ დაარქვითო.

ჩემდა სამწუხაროდ, ეს თხოვნა ვერ შევუსრულე მეუფეს. ჩემი ახირება იყო, ჯგუფისთვის „ქუჩის ბიჭები“ დაგვერქმია. ჩემი მოფიქრებული სახელი იყო და სახელში ძალიან დიდი ინტრიგა იდო იმ წლებისთვის. აფიშა რომ გაიკვრებოდა, ჯერ მარტო ინტერესი მოიყვანდა ხალხს კონცერტზე. რაღაც ჩემებური გათვლები მქონდა, რომელიც ალბათ ზემოდან მოდიოდა. ქუჩიდან წამოვიღე ეს სახელი სამახსოვროდ. 15 წლის ასაკიდან ასანთის ღერი არ ამიღია არავის ოჯახში. სამწუხაროდ ცუდი წლები იყო. კანფეტის ქურდობისთვის ვარ ბორჯომში დაჭერილი ბავშვობაში, წარმოიდგინეთ. მადლობა მეუფე სერაფიმეს, რომ სწორ გზაზე დამაყენა და დროზე მივხვდი, რა ცხოვრებით უნდა მეცხოვრა“. – ამბობს ზურა ხაჩიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g