ლონდონში გაიმართა ფილმის, „მშვიდობით, ჯუნ“ პრემიერა, რომელიც გახლავთ ქეით უინსლეტის სარეჟისორო დებიუტი, სადაც მთავარ როლს თავად ქეითი ასრულებს.
50 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე 21 წლის ვაჟთან, ჯო ანდერსთან ერთად გამოჩნდა. რომელიც დედის კვალს მიჰყვება და ახალი ფილმის სცენარის ავტორია.
პრემიერზე უინსლეტს „ელი სააბის“ შავი კაბა ამშვენებდა, ჯო კი კლასიკურ, შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
რაც შეეხება ფილმს, სიუჟეტის ცენტრში ხანდაზმული ქალია, მრავალშვილიანი დედა რომელიც შობის წინ საკუთარი მძიმე დიაგნოზის შესახებ იგებს. მის ირგვლივ ოთხი შვილი და მათი ემოციურად არასტაბილური მამა ერთიანდება, რომლებიც ოჯახური ურთიერთობების დალაგებას ცდილობენ. ფილმში ყურადღება გამახვილებულია ოჯახის ერთობაზე, სიყვარულზე და იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ცხოვრების რთულ პერიოდს.
ცნობისთვის, ქეით უინსლეტს სამი შვილი ჰყავს სხვადასხვა ქორწინებიდან. მისი ქალიშვილიც სამსახიობო კარიერაშია ჩართული.
ქეით უინსლეტი ახალ ფილმში 21 წლის შვილთან ერთად მონაწილეობს