LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2467
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. ასეთ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები

დღის რეკომენდაცია – ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა სახის მინიშნებებს, რომელსაც სამყარო გიგზავნით. მოერიდეთ კონფლიქტებსა და სიჩქარეს; დღევანდელი დღე მეტ თავდაჭერას მოითხოვს. აჩვენეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და უნარი.

პარტნიორული ურთიერთობები – იზრდება ემოციურობა, მგრძნობიარობა და მზრუნველობა.

ჯანმრთელობა – შედეგიანია კბილების, სახსრებისა და მუხლების მკურნალობა, ასევე დიეტური კვება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი და ნაღვლის ბუშტი. ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – ხელსაყრელია დალაგება, დასუფთავება და უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლება. რთულია დღე ქორწინებისთვის, სახლის მშენებლობის დაწყებისთვის, საცხოვრებელი ადგილის (მათ შორის ბინის) შესაცვლელად და სესხის ასაღებად. ყურადღებით გადაამოწმეთ დოკუმენტები, რადგან ფინანსური შეცდომების ალბათობა მაღალია. დღე სასიკეთოა კულინარიისთვის, საყიდლებისთვის, ფოტოგრაფიისთვის და ტრადიციებში ჩასაღრმავებლად.

დღის მინერალები და ფერები – ოპალი, ზურმუხტი, აქატი და მარჯანი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან განსაკუთრებით ხელსაყრელია თეთრი, ვერცხლისფერი, მწვანე, იისფერი და ლურჯი ტონები – ისინი აძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებზე. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ როგორც ჯანმრთელობის, ასევე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები