LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა ხნის წინ დასრულდა ოპერაცია, ბაჩოს ამბავი ისევ არ იცი, ეს პერიოდი სულ მას კითხულობდა, ატყუებდნენ, რეანიმაციაშიაო“ – რას ჰყვებიან აბაშაში ავარიისას დაშავებული ლიკა კუჭუხიძის ახლობლები

510
ლიკა კუჭუხიძე

24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ 18 წლის ლიკა კუჭუხიძეს გუშინ ხერ­ხე­მალ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩაუტარდა.

როგორც მოგეხსენებათ, მანამდე, კლინიკაში სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ლიკა კუჭუხიძე სამედიცინო დაწესებულებიდან 14 ნოემბერს გაწერეს.

აბაშაში ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭუხიძე კლინიკიდან სახლში გაწერეს

ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლიკას მდგომარეობის შესახებ, Ambebi.ge-სთან მისი ახლობელი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა.

„ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თია, რაც ლი­კას ოპე­რა­ცია დას­რულ­და. ხერ­ხე­მალ­ზე ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია. ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა. იმე­დია წა­მოდ­გე­ბა ფეხ­ზე, უფ­ლის იმე­დით. ლიკა ორი კვი­რის წინ გა­მო­წე­რეს სახ­ლში, მას შემ­დეგ სულ იწვა, მის­თვის გა­ტო­კე­ბაც კი არ შე­იძ­ლე­ბო­და, არც – სტრე­სი, ამი­ტომ არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ბა­ჩოს ამ­ბავს, ტე­ლე­ფონ­საც არ აძ­ლევ­დნენ.

ხერ­ხემ­ლის ორ მა­ლა­ზე ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ამი­ტომ გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია. სახ­ლში ყოფ­ნი­სას სულ ბა­ჩოს კი­თხუ­ლობ­და, და­მა­ლა­პა­რა­კე­თო. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო ბაჩო, თბი­ლის­ში. ბა­ჩოს დე­დაც ყო­ველ­დღე ლი­კას­თან იყო, ახ­ლაც იქაა. ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. უმაგ­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნია ბა­ჩოს დედა. ძა­ლი­ან ცო­დოა ლი­კუ­ნა, ახლა უფრო და უფრო იგ­რძნობს ტკი­ვილს. რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ტრა­გე­დია, ხომ შე­იძ­ლე­ბა ებედ­ნი­ე­რათ“, – ამ­ბო­ბენ ლიკა კუჭუხიძის ახ­ლობ­ლე­ბი Ambebi.ge-სთან.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.

„ამ კრიტიკულ დღეებს აუცილებლად გადალახავს ჩემი შვილი… თქვენ არ იცით, როგორი დიდი იმედი და ძალა ხართ ჩვენ­თვის“ – რას ამბობს აბაშაში ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძის მამა

„რატომ დააშორე უფალო ეს ბედნიერი ბავშვები ერთმანეთს“ – სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g