აკა სინჯიკაშვილი ქველმოქმედების მორიგ ამბავს გვიზიარებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
აკა წერს, რომ უსახლკარო კაცი, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში ცხოვრობდა, ამიერიდან უკვე საკუთარ ოთახში დაიძინებს.
„24 საათში მოვასწარით ყველაფერი
ასე ძალიან ადამიანი როდის გავახარეთ არ ვიცი მართლა. ქუჩიდან, ამაღამ უკვე საკუთარ ოთახში და საკუთარ საწოლში დაიძინებს. არც სჯერა მართლა, საიდან გავჩნდით ამდენი კეთილისმსურველი. ნელ-ნელა მივხედავთ და ვეცდებით ყოველდღე უკეთ იყოს ყველაფერი.
დიდი მადლობა ადამიანებო, სხვა ადამიანის გაბედნიერებისთვის.
ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ, რომ სიკეთე გადამდებია,“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.
