დონალდ და მელანია ტრამპებმა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე ოფიციალურად აანთეს. თეთრი სახლის მახლობლად ნაძვის ხის ანთების ცერემონიალში უამრავი ადამიანი იყო ჩართული. ღილაკზე თითის დასაჭერად კი მელანია სპეციალურად მოემზადა. ის მეუღლესთან ერთად ხელჩაკიდებული გამოვიდა. პირველი ლედი ბრწყინავდა „მაქს მარას“ თეთრი ფერის პალტოში, რომელიც ნაქსოვ სვიტერთან და მაღალყელიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული.
მთავარ საახალწლო ღონისძიებას ტრამპის ოჯახის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.