მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომღერალი ბარბარე ჯანაშია „არტ ჰაბ ფროდაქშენის“ დიდი ოჯახის წევრი იქნება.
„ჩემი ჩიტიც არტ ჰაბელია დღეიდან ❤️❤️❤️❤️❤️😍😍😍😍 ბარბარე ჯანაშიაც შემოუერთდა ჩვენს დიდ ოჯახს! 🥰🥰🥰🥰 მადლობა ნდობისთვის და სიყვარულისთვის, ვიზრდებით და იზრდება ჩვენი სამომავლო გეგმებიც! წარმატებები ჩემო ჩიტებო ❤️“, – წერს ნინი შერმადინი.
