LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes-ის ვერსიით ნიქოზია 2026 წელს ევროპის საუკეთესო კულტურული მიმართულებაა

216
ქირიას NEWS შაბლონი (1)

კვიპროსის დედაქალაქმა ნიქოზიამ 2026 წლისთვის ევროპის საუკეთესო ტურისტული, კულტურული მიმართულებების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

ექსპერტების გადაწყვეტილება ეფუძნება მრავალეტაპიან შეფასებას, რომელმაც გააერთიანა როგორც კულტურისა და ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტების მოსაზრებები, ისე 130-ზე მეტი ქვეყნიდან რამდენიმე ათასი მოგზაურის შეფასება.

ჟურნალმა Forbes, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ტურისტულ რეიტინგებს, ნიქოზია ევროპის ათ უმსხვილეს კულტურულ ქალაქს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.

ექსპერტების თქმით, ნიქოზია უნიკალური კულტურული იდენტობის მქონე ქალაქია, სადაც ჰარმონიულად თანაარსებობს ისტორია, თანამედროვე შემოქმედება და ყოველდღიური ცხოვრება. კვიპროსის დედაქალაქი არა მხოლოდ ინარჩუნებს თავის წარსულს, არამედ მას თანამედროვე შენობებში, ქალაქის სკულპტურებსა და პარკებში შემოქმედებითად წარმოაჩენს.

ნიქოზიას წარმატება ასევე აიხსნება ორგანიზაცია European Best Destinations-თან მჭიდრო თანამშრომლობით, აცხადებენ ექსპერტები.

კვიპროსის დედაქალაქში იმედოვნებენ, რომ 2026 წლის საუკეთესო კულტურულ მიმართულებად აღიარება გააძლიერებს ქალაქის საერთაშორისო იმიჯს და წარმოაჩენს მის პოტენციალს კულტურისა და მდგრადი ურბანული ტურიზმის მიმართულებით.

ევროპაში 2026 წლის საუკეთესო კულტურული ქალაქების ათეული კი ასე გამოიყურება:

ფლორენცია, იტალია –  რენესანსის მთავარი ცენტრი, ცნობილი სამუზეუმო კოლექციებით.

ვენა, ავსტრია – ისტორიისა და თანამედროვე ხელოვნების დასტური, მსოფლიოში აღიარებული კულტურული ფენომენი.

ლუვენი, ბელგია – ახალგაზრდული, სტუდენტური და აქტიური კულტურული ქალაქი.

შიბენიკი, ხორვატია – ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქი უნიკალური მემკვიდრეობით.

ვერონა, იტალია – რომეოსა და ჯულიეტას ქალაქი, კულტურული სიმდიდრით გამორჩეული.

ტომარი, პორტუგალია – შუა საუკუნეების არქიტექტურა და ტრადიციული კულტურული ფესტივალები.

რუნი, საფრანგეთი – გოთიკური და ამავდროულად, თანამედროვე კულტურული სივრცეებით მდიდარი ქალაქი.

ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი – ევროპის ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტის ქალაქი, მდიდარი ისტორიითა და მუზეუმებით.

გრაცი, ავსტრია – იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ცენტრი და თანამედროვე ხელოვნების ნაგებობებით ცნობილი დანიშნულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g