LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა სანდერი: „ჩემს მიმართ ციხეში განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული, ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, სექსუალური შევიწროება“

111
Capture

„ჩემს მიმართ ციხეში მოყვანის წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, როგორც ვიცი, სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება, გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ ხუთი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ციხის დირექტორი და მოადგილე – მე ვარ უდანაშაულო პოლიტპატიმარი. ეს არის ჩემი ტანჯვა და წამება. ორი დღეა დასიებული სახით ვიღვიძებ, ყველაფერი მტკივა და [ციხის დირექტორი] ადამიანი მეუბნება, შენ შოუს აწყობ და არაფერი გაწუხებსო,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ნანა სანდერის განცხადებას, სადაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მშრალი შიმშილობა შეწყვიტა.

„როგორც იცით, წინა ე.წ. პროცესზე დავიწყე შიმშილობა. სანამ ამ შიმშილობას დავიწყებდი, მანამდე რამდენიმე დღით ადრე ვთქვი, რომ თუ ჩემი მოთხოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დაკმაყოფილდებოდა, შიმშილობას დავიწყებდი. იცით, რომ 13 იანვრიდან დავიწყე შიმშილობა. არ მაქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ ვიცი, რომ ცუდად ვიყავი, აბაზანიდან დამოუკიდებლად ვერ გამოვდიოდი, ოფიცრებმა გამომიყვანეს. შაქრის რაოდენობა იყო დაბალი, ისე სწრაფად ეცემოდა, მორიგე ექიმმა მითხრა, რომ აღმოვჩნდებოდი კომაში. მე არ მიბრძოლია ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად და მართლა მინდოდა ჩემი სიტყვა ბოლომდე შემესრულებინა, მაგრამ არც კომაში ყოფნა არ მინდოდა. შესაბამისად, მეოთხე დღეს შეწყდა ჩემი შიმშილობა“, – განაცხადა ნანა სანდერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g