LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გვიჩხუბია, მაგრამ მივმხვდარვართ, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ერთად ყოფნა“ – მარიტა როხვაძე და დავით ტაბიძე ახალ წელს ახალ საოცნებო სახლში შეხვდნენ

1136
3d8a7161-8330-4df5-9efb-ce6bca0de258

მომღერალ მარიტა როხვაძისა და მისი მეორე ნახევრის, დავით ტაბიძის ოჯახური ისტორია უკვე 5 წელს ითვლის. 2026 წელი მათ ცხოვრებაში დიდი სიხარულით დაიწყო, წყვილი ახალ ბინაში გადავიდა. მარიტა ახალ პირადულ ამბებს ჟურნალ „სარკე“ უყვება.

რა ეტაპები გადალახეთ, რაც ერთად ხართ?

ყველანაირი ეტაპი გავიარეთ. თავიდან, რა თქმა უნდა, უფრო მეტია თავის მოწონება, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენა, მაგრამ როდესაც უკვე წყვილის ცხოვრებაში დგება მომენტი, რომ ერთმანეთი უნდა მიიღონ, ეს უკვე სხვა ეტაპია. ურთიერთობაში თუ არის რამე გამოსასწორებელი, ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ. ყოველთვის მთავარია, რომ მეორე ნახევარი თავისი ნაკლოვანებებით გიყვარდეს. ჩვენ ეს შევძელით.

იყო თქვენ შორის ბუტიაობა, შერიგებები?

კი, როგორ არ იყო. ყველაზე დიდი, შეიძლება ორი კვირა ვყოფილიყავით ერთმანეთზე გაბრაზებულები. ისეც ყოფილა, ძალიან გვიჩხუბია, მაგრამ მალევე მივმხდარვართ, რომ ჩვენთვის არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ერთად ყოფნა. როდესაც წარმოიდგენ, რომ იმ ადამიანთან ერთად გინდა სიბერეც, შვილებიც, შინაური ცხოველების ყოლა და ასე შემდეგ, მაშინ ხვდები, რომ ყველანაირ პრობლემას გადალახავ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g