რამდენიმე დღის წინ, „გარდენიაში“ ანსამბლ „შავნაბადას“ და მუსიკალურ პროექტ „რანინას“ მონაწილეების ერთობლივი კონცერტი გაიმართა.
„შავნაბადას“ და ახალგაზრდა მომღერლების ერთობლივი შესრულების ვიდეოჩანაწერები ანსამბლის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ამავე კონცერტზე ანასტასია ვასაძემ და ოთო ბაზერაშვილმა ანსამბლთან და მის ერთ-ერთ სოლისტთან, ვაკო ასათიანთან ერთად რევაზ ლაღიძის „ჩემი გული, შენი გული“ იმღერეს.
სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს უამრავი დადებითი შეფასება აქვს: „სულის მალამო“, „ზღაპარია“, „სულის სიმებს არხევს“, „დავტკბი“, „საოცარი ჰანგები“, „რა სასიამოვნო მოსასმენია“, „არაამქვეყნიური ხმებია“, „როგორ დაგვატკბეთ“.
