LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასაღებ მოედანზე გაჩაღებული სიყვარული – ანჯელინა ჯოლისა და ლუი გარელს რომანი აქვთ

1605
page

გავრცელებული ხმების მიხედვით, 50 წლის ანჯელინა ჯოლის რომანი აქვს ფრანგ მსახიობთან, 42 წლის ლუი გარელთან. აღსანიშნავია, რომ მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა ახალ ფილმში, „კუტიური“.

„რა თქმა უნდა, ლუი გარელმა არ გაუშვა ხელიდან შანსი და რომანი გააბა ბრედ პიტის ყოფილ მეუღლესთან. ლუი ყოველთვის ირჩევს ქალებს, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ“,- ამტკიცებენ შოუბიზნესის ინსაიდერები.

რაც შეეხება ფილმს, მისი პრემიერა 2025 წლის სექტემბერში, „ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე“ შედგა. ფილმის სიუჟეტი „პარიზის მოდის კვირეულის პარალელურად“ ვითარდება. ჯოლის გმირი რეჟისორია, რომელიც მკერდის კიბოს დიაგნოზს ებრძვის. ფილმის პროდიუსერთა გუნდში არიან შარლ ჟილიბერიუილიამ ჰორბერგი და თავად ანჯელინა ჯოლი.

ანჯელინა ჯოლი და ლუი გარელი ახალ ფილმში ერთიანდებიან – პირველი კადრები

ცნობისთვის, ლუი გარელი 2000-იან წლებში ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობთან და რეჟისორთან, ვალერია ბრუნი-ტედესკისთან, რომელიც კარლა ბრუნის დაა. 2025 წლის დასაწყისში კი იგი დაშორდა სუპერმოდელ ლეტიცია კასტას, რომელთანაც ათწლიანი ქორწინება აკავშირებდა. ყოფილ მეუღლეებს რვა წლის ვაჟი ჰყავთ.

რაც შეეხება ანჯელინა ჯოლის, მის ანგარიშზე სამი ქორწინებაა. ბოლო მეუღლესთან, ბრედ პიტთან, რომელთანაც რომანი გადასაღებ მოედანზე დაიწყო, მას 6 შვილი ჰყავს, აქედან სამი ბიოლოგიურია.

„ანჯელინას ეფექტი“ – „ეს იარები ბევრ ქალთან ერთად მაქვს გაზიარებული“ – ანჯელინა ჯოლი TIME France-ის გარეკანზე და ემოციური საუბრები ორმხრივი მასტექტომიის შესახებ

ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის დატოვებას და ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები