LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

3884
მიხეილ ცაგარელი

დღეიდან 9 აპრილამდე მაცდუნებელი ენერგიის მქონე ე.წ. ლილიტი – შავი მთვარე – დაძაბულ ურთიერთობაში შედის მთვარის კვანძებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რელიგიურ და იდეოლოგიურ შეცდომებს, ილუზიებსა და ცდუნებებს.

ამავდროულად, დღეს პლანეტა ქირონი ვერძის ზოდიაქოს 24-ე გრადუსში გადადის, ე.წ. გაყინული წერტილიდან, რაც მოლაპარაკებების გააქტიურებას შეუწყობს ხელს როგორც ცალკეულ ადამიანებს შორის, ისე ორგანიზაციებსა და ქვეყნებს შორის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ცის კაბადონზე არის ის, რომ პლანეტა ურანი ხდება სწორად მავალი, ანუ დირექტული, კუროს ზოდიაქოში. ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი იდეებისა და შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის საფინანსო და საბანკო სისტემის მიმართულებით.

პარტნიორული ურთიერთობები – ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული, პირდაპირი და წვრილმანებზე ორიენტირებული, ეს მხოლოდ გაამწვავებს და დაძაბავს ურთიერთობებს.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ქორწინებას, გამოცდების ჩაბარებას, მეგობრულ კონტაქტებსა და ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. სასიკეთოა დღე აუდიტისთვის, ვაჭრობისთვის, დალაგება-დასუფთავებისა და ქიმწმენდისთვის.

დღის მინერალები და ფერები – ყვითელი და მწვანე იასპი, აქატი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი და ოპალი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია მწვანე, ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი და ნარინჯისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღევანდელი დღე კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა  და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები