LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი თავის 4 შვილის დედასთან ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდა – ვინ არის მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის რჩეული

540
page

ფლორიდაში „თეთრი სახლის“ აპარატის ხელმძღვანელის მოადგილისა და აშშ-ის პრეზიდენტის ახლო მრჩევლის, 50 წლის დენ სკავინოს ქორწილი გაიმართა.

ცერემონიას არაერთი ცნობილი და გავლენიანი სტუმარი დაესწრო. მოწვეულებს შორის იყვნენ თავად აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი ოჯახის წევრები, ქალიშვილი, ტიფანი მეუღლესთან ერთად, დონალდ ტრამპი უმცროსი საცოლესთან, ბეტინა ანდერსონთან ერთად, მისი ყოფილი მეუღლე ვანესა და მათი ქალიშვილი კაი, ასევე რძალი, ლარა ტრამპი.

ქორწილს ესწრებოდა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკიც, სწორედ ის მოხვდა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. მასკი 39 წლის პარტნიორთან, შივონ ზილისთან ერთად გამოჩნდა, რომელიც მისი ოთხი შვილის დედაა. წყვილი ხელიხელჩაკიდებულები პოზირებდნენ ფოტოობიექტივის წინაშე.

ცნობისთვის, ილონ მასკი და შივონ ზილისი ერთმანეთს პროფესიული წრეებიდან იცნობდნენ. ზილისი კანადელი მენეჯერია და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მუშაობს. იგი სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა მასკის კომპანიებთან, მათ შორის Neuralink-სა და OpenAI-თან.

2021–2022 წლებში ცნობილი გახდა, რომ მათ საერთო შვილები ჰყავთ. ამჟამად შივონ ზილისი ოთხი შვილის დედაა, რომლებიც მას ილონ მასკთან ჰყავს. მასკსა და ზილისს ოფიციალურად არ განუცხადებიათ ქორწინების შესახებ. ისინი ერთად პერიოდულად ჩნდებიან საჯარო ღონისძიებებზე.

ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $800 მილიარდს გადააჭარბა

„შემიძლია დავადასტურო, რომ…“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი მამის წინააღმდეგ ილაშქრებს და ეპშტეინის ახალ ფაილებთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს

ილონ მასკი ერთი წლის ვაჟზე სრული მეურვეობის მოპოვებას გეგმავს, რადგან დედას შვილის ქალად ტრანსფორმაცია განუზრახავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები