ილონ მასკმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისტორიული რეკორდი დაამყარა და გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ბედნიერების თემაზე საკუთარი მოსაზრება გააზიარა.
54 წლის მილიარდერმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ვინც თქვა, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, სინამდვილეში კარგად იცოდა, რაზეც ლაპარაკობდა“, – პოსტს კი სევდიანი ემოჯი დაურთო.
მასკის ეს განცხადება სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და ფართო გამოხმაურებაც გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკი ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანია, გასული წელი მისთვის განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა. მას საბოლოოდ დაშორდა ტრანსგენდერი შვილი ვივიენი. ბიზნესმენი სასამართლო დავაშია თავისი შვილების დედასთან, მომღერალ, გრაიმსთან. მას ჰქონდა საჯარო კონფლიქტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
ცნობისთვის, ილონ მასკი არის კომპანიების SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, Neuralink-ის და OpenAI-ს თანადამფუძნებელი და ასევე სოციალური ქსელის X-ის მფლობელი.
ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $800 მილიარდს გადააჭარბა
