LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიღებ გამოწვევას!!! ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!!“ – ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე მიმართვას ავრცელებს

183
იზა ომაძე და ნიკო კვარაცხელია

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სამართლის მისაღწევად ქუჩაში გამოსვლის დროა. 

„პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!!

ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!!!

შვილის გარდაცვალება მშობლისთვის ხომ გაუსაძლისი ტკივილია, მაგრამ შვილმოკლული მშობლის მდგომარეობა რომელმაც სამართალი ვერ იპოვა იცით როგორია???

მიწაში რომ უნდა ჩადონ შენი შვილი მაშინ ძვლებში იმტვრევი და გულის ცემა ცას წვდება!!!! აი ამ მდგომარეობაში ვართ მეხუთე წელია ყოველი დღე!!!! თანაც ისე რომ არც არავინ შეგვიწუხებია ჩვენი ტკივილით!!!

ვეღარ ვუძლებ ვერა!!!!

ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში!!!! ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა! ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა!!! – ეკლესიასტე

ბევრს ვთხოვდი ღმერთს რომ ჟამი ქუჩაში გამოსვლისა არ დამდგომოდა!!!

მაგრამ დამიდგა!!!!

კი ბატონო ვიღებ გამოწვევას!!!

მეგობრებო რამოდენიმე დღე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი!!! და თარიღს ამიტომ ვერ ვწერ!!!

ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!!

ღმერთს ვთხოვ რომ შემახვედროს მეც სამართალი!!!!“, – წერს იზა ომაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g