LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეინი გამოტყდა, რომ ჯიჯი ჰადიდი არასდროს ჰყვარებია – წყვილს წარსული ურთიერთობიდან ქალიშვილი ჰყავს

121
photo-collage.png (24)

ზეინმა ყოფილ გერლფრენდთან, ჯიჯი ჰადიდთან დაკავშირებით, ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ალექს კუპერის პოდკასტში – Call Her Daddy სტუმრობისას, არტისტმა მოდელთან წარსულ ურთიერთობაზე დასმულ შეკითხვას სკანდალური პასუხი გასცა.

მისი თქმით, ჰადიდი არასდროს ჰყვარებია.

,,ჯიჯი ყოველთვის მეყვარება, რადგან ისაა მიზეზი, რომ ჩემი გოგონა გაჩნდა. მას ყოველთვის პატივს ვცემ, თუმცა ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ რეალურად მასზე შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ” – გამოტყდა მომღერალი.

ზეინის ამ განცხადებას ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ჯიჯი ამ სიტყვებს და დამოკიდებულებას არ იმსახურებდა.

შეგახსენებთ, რომ ზეინი და ჯიჯი ჰადიდი ერთმანეთს 2015-დან 2021 წლამდე ხვდებოდნენ. 2020 წელს მათ ქალიშვილი ეყოლათ. ამჟამად, ზეინის პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი არაფერია, ჰადიდს კი 2023 წლიდან რომანი ბრედლი კუპეთან აქვს.

@pagesix

Zayn Malik gave a shocking response to whether or not he was ever in love with Gigi Hadid, whom he shares daughter Kai with. 🎥: Call Her Daddy/YouTube

♬ original sound – Page Six
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები