2024-ში გამოშვებული მეშვიდე სტუდიური ალბომის – 143 წარუმატებლობის შემდეგ, კეტი პერი მუსიკალურ სამყაროში ხმაურიანი დაბრუნებისთვის ემზადება. ინსაიდერის ცნობით, არტისტი წლის ბოლომდე ახალ პოპ ალბომს წარადგენს.
მომღერლის მომავალი მუსიკალურ პროექტის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია თუმცა ის, რომ პერი შთამბეჭდავ ,,ქამბექს” გეგმავს ამის დასტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ კადრები, რომელთაც ახლახან ქსელი მოიცვა.
საქმე ისაა, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც შემსრულებელი კალიფორნიის ქალაქ პომონაში მდებარე წმინდა იოსების კათოლიკურ ეკლესიაში, კლიპის გადაღების პროცესშია აღბეჭდილი.
აღსანიშნაია, რომ ვიდეოს წინ უსწრებდა ინფორმაცია, რომლის თანახმად მალე მუსიკოსი სიმღერას სახელწოდებით – Watch It Burn გამოუშვებს, რომელიც მოსალოდნელი დისკის ლიდ სინგლი იქნება.
შეგახსენებთ, რომ კეტი პერიმ 2024 წელს, მეშვიდე სტუდიური ალბომი – 143 გამოუშვა, რომელიც კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს. დისკს არც კომერციული წარმატებისთვის მიუღწევია, თუმცა მის მხარდასაჭერად ტურნე მაინც გაიმართა, რომლითაც ის მასშტაბური კონცერტების სერიით მსმენელის წინაშე 7 წლიანი პაუზის შემდეგ წარდგა. შარშან, პერიმ ორლანდო ბლუმთან დაშორებას დამოუკიდებელი ჩანაწერი – bandaids მიუძღვნა.
სიმღერა ორლანდო ბლუმთან დაშორებაზე – კეტი პერიმ ახალი სინგლი დააანონსა