LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საწოლზე ვიჯექი, მახსოვს, როგორ მომიახლოვდა და…“ – კასკიოს ოჯახი ამტკიცებს, რომ მაიკლ ჯექსონმა ოჯახის ხუთივე ბავშვზე სექსუალურად იძალადა

816
page

ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის უახლოეს გარემოცვად ითვლებოდა, ახლა მძიმე ბრალდებებით გამოდის. კასკიოს ოჯახი პირველად საუბრობს საჯაროდ იმაზე, რასაც მათი თქმით, ისინი ათწლეულების განმავლობაში მალავდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ჯექსონმა ოჯახის ხუთივე ბავშვზე სექსუალურად იძალადა.

„თუ ახლა მეტყოდი, მაიკლ, შენ ვეღარასდროს ნახავ ბავშვებს, თავს მოვიკლავდი…“ – მედიაში მაიკლ ჯექსონის შოკისმომგვრელი ვიდეო ვრცელდება

ალდო კასკიო, ოთხ და-ძმასთან ერთად აცხადებს, რომ ჯექსონი მათზე 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ძალადობდა. მათი თქმით, ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო, მაშინ, როცა ჯექსონი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო და მათთან ახლო ურთიერთობას ამყარებდა.

ემოციურ სატელევიზიო ინტერვიუში, ალდო დეტალურად იხსენებს პირველ შემთხვევას, რომელიც მისი თქმით, შვიდი წლის ასაკში მოხდა.

„დღისით საწოლზე ვიჯექი და ვთამაშობდი. მახსოვს, როგორ მომიახლოვდა და შორტი ჩამიწია“, – ამბობს ის ცრემლებით.

ინტერვიუში ალდოს გვერდით არიან მისი მშობლები, დომინიკი და კონი, და და, მარი ნიკოლი. ოჯახი აღწერს იმ მძიმე ფსიქოლოგიურ გავლენას, რომელიც, მათი თქმით, ძალადობამ მათ ცხოვრებაზე მოახდინა.

„საშუალო სკოლიდან მოყოლებული, ჯოჯოხეთში ჩამაგდო ამ ყველაფერმა. მივხვდი, რომ ერთ დღესაც შესაძლოა სიცოცხლე თვითმკვლელობით დამესრულებინა“, – აცხადებს ალდო.

კასკიოს ოჯახი ამჟამად სამართლებრივ დავაშია ჯექსონის ქონების მმართველებთან. ისინი ცდილობენ გააუქმონ კონფიდენციალური შეთანხმება, რომელიც, მათი თქმით, მათ დუმილს უზრუნველყოფდა და საქმე საჯარო სასამართლოში გადაიტანონ. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მათი მიზანი ფინანსური სარგებელი კი არა, სიმართლის დადგენაა.

ცნობისთვის, კასკიოს ოჯახი პირველად 1984 წელს დაუახლოვდა ჯექსონს, როცა მამა, დომინიკი, ნიუ-იორკის სასტუმროს მენეჯერი იყო, სადაც მომღერალი ხშირად ჩერდებოდა. მათი თქმით, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ოჯახური სიახლოვე, რომელიც, წლების შემდეგ მათთვის ტრაგიკულ ისტორიად იქცა.

მაიკლ ჯექსონის შემაძრწუნებელი აუდიოჩანაწერები სკანდალურ დოკუმენტურ სერიალში

მარლონ ბრანდო შესაძლოა, მაიკლ ჯექსონის ერთ-ერთი შვილის ბიოლოგიური მამა იყოს – ჰოლივუდში ახალი სკანდალი მწიფდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები