LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იაპონური სტარტაპის მფრინავი ტაქსი წარმატებით აფრინდა

171
ქირიას NEWS შაბლონი

იაპონურმა სტარტაპმა SkyDrive Inc. მფრინავი ავტომობილის დემონსტრაციული ფრენა ჩაატარა და ვიდეო გაავრცელა. საცდელი აპარატი ჰაერში ტოკიოს ყურის თავზე აფრინდა და დაახლოებით 3,5 წუთში 150 მეტრი დაფარა.

საუბარია მოდელზე SkyDrive SD-05, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2028 წლისთვის იგეგმება. პროექტის მიხედვით, აპარატი მომავალში საჰაერო ტაქსის როლს შეასრულებს, იაპონიის გარკვეულ რეგიონებში.

მფრინავი ავტომობილის კაბინა სამ მგზავრზე გათვლილი. აპარატი ჰაერში აჰყავს 12 ძრავას, რომელთა პროპელერები კვადროკოპტერის მსგავსად მუშაობენ. დეველოპერების თქმით, აერომობილს დაახლოებით 40 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

კომპანია მიიჩნევს, რომ მომავალში ასეთი ტრანსპორტით ფრენა ჩვეულებრივ ტაქსიზე დაახლოებით ორჯერ ძვირი იქნება, თუმცა მგზავრობის დრო ხუთჯერ შემცირდება. ამისათვის კი საჭიროა, რომ საჰაერო ტაქსები მასობრივად გავრცელდეს.

მსგავს ტექნოლოგიებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მაგალითად, ჩინეთში კომპანიები Geely და XPeng ასევე ავითარებენ მფრინავი მანქანებისა და აეროტაქსების პროექტებს.

magti 5g