LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილზის ახალი ალბომი და საკონცერტო ფილმი გამოვიდა

118
photo-collage.png (1)

6 მარტს, ჰარი სტაილზის ახალი, რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი სახელწოდებით – Kiss All the Time. Disco, Occasionally გამოვიდა. ეს არის არტისტის პირველი სრულმასშტაბიანი პროექტი 2022 წლის Harry’s House-ის შემდეგ. 

ალბომი 12 სიმღერას მოიცავს – წამყვანი სინგლი – Aperture 23 იანვარს, მეორე – American Girls კი დისკთან ერთად გამოქვეყნდა. სტაილზმა სიმღერის, Aperture პირველი ლაივ პერფორმანსი BRIT Awards-ზე გამართა.

ოლივია დინის ტრიუმფი BRIT Awards-ზე და სიურპრიზებით სავსე შთამბეჭდავი პერფორმანსები

ალბომის აღმასრულებელი პროდიუსერი, ქიდ ჰარპუნია, რომელსაც ჰარისთან ერთად მის წინა ყველა სოლო ალბომზე უმუშავია.

კრიტიკოსები ალბომს აღწერენ როგორც ფანკის, როკისა და ექსპერიმენტული ელემენტების ნაზავს. ზოგიერთი მიმომხილველი მას ,,საცეკვაო-პოპ მოგზაურობას” უწოდებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მასში მოულოდნელად ცოტაა კონვენციური დისკო ელემენტები.

ალბომის რელიზიდან ორ დღეში, Netflix-ზე გამოვიდა საკონცერტო ფილმი – One Night in Manchester, რომელიც მანჩესტერის Co-op Live არენაზე გამართულ ალბომის პრეზენტაციას ასახავს.

შეგახსენებთ, რომ ალბომის მხარდასაჭერად, მომღერალმა დააანონსა ტურნე – Together, Together, რომლის ფარგლებშიც კონცერტებს მსოფლიოს 7 ქალაქში გამართავს.

,,რომში თმას ვიჭრიდი” – ჰარი სტაილზმა განმარტა, რატომ იმყოფებოდა გასულ წელს პაპის კონკლავზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები