LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავკარგოთ რამდენიმე წამში „ოსკარის“ მიღების შანსი და განვარისხოთ ხელოვნების სფერო – ტიმოთი შალამე სკანდალში ეხვევა

640
page

„ოსკარის“ ნომინანტი, ტიმოთი შალამე, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა. ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის აცხადებს, რომ დღეს ბალეტსა და ოპერას აღარავინ უყურებს.

ეს განცხადება მსახიობმა CNN-ისა და Variety-ის ერთობლივი ინტერვიუში, მეთიუ მაკკონაჰისთან საუბარში გააკეთა.

ვიდეოში შალამე ამბობს, რომ ასეთ სფეროში მუშაობა არ სურს.

„არ მინდა ვიმუშაო ბალეტისა და ოპერის სფეროში. რეალურად ამას აღარავინ უყურებს. მგონი ახლა ჩემი გულშემატკივრების 14 პროცენტი დავკარგე. ალბათ უბრალოდ უმიზეზოდ ვისვრი სიტყვებს…“, – განაცხადა მსახიობმა სიცილით.

მსახიობის ამ განცხადებამ ბალეტისა და ოპერის სამყაროში კრიტიკული რეაქცია გამოიწვია. განცხადებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი საოპერო თეატრის, Royal Opera House წარმომადგენელი, რომელიც გამოცემა The Hollywood Reporter-თან კომენტარში შალამეს შეფასებებს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ოპერა და ბალეტი კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში.

„როგორ დავკარგოთ რამდენიმე წამში „ოსკარის“ მიღების შანსი და განვარისხოთ ხელოვნების სფერო“, – ასე შეაფასეს მედიაში მსახიობის გამოსვლა.

ვიდეო: კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს პიცერიაში ვიზიტი, მისი დახურვით დასრულდა, სტუმრებს კი პიცას კართან აწვდიდნენ – წყვილის ეული რომანტიკა

„კაილი ხელს არ უშვებს, ტერორში ჰყავს“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები