ტელეჟურნალისტმა მაია ასათიანმა, რომელიც რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკის, „ფორტუნასთორის“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო, „ფორტუნასთან“ საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდზე ისაუბრა.
შეკითხვაზე, რას უპასუხებს გამომწერებს, რომლებიც მას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კითხვებს უსვამენ, მაია ასათიანმა აღნიშნა:
„ჩემს პირადთან დაკავშირებით კითხვას სვამენ მას შემდეგ, რაც მარიო ჩიმარო პირველად ჩამეხუტა.
იყო პერიოდი, როცა იყო ჩემს ცხოვრებაში „Love Of My Life“, ჩემს წიგნშია ეს ამბავი, მაშინ როდესაც მეკითხებოდნენ, ვამბობდი, რომ არაფერი ხდება, არ ვამბობდი, რომ ასეთი საოცრება ხდება ჩემს ცხოვრებაში.
ახლა გულწრფელი ვიქნები – მარტო ვარ, ძალიან ბევრი წელი, ალბათ, 12 წელია არავინ მყვარებია“, – ამბობს მაია ასათიანი რადიო „ფორტუნასთან“.
