LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოქროს ბიჭები… ბრავო!..“ – „სერენადას“ მიერ შესრულებული გოგი ცაბაძის სიმღერა და ემოციებში შესული ნატო გელაშვილი

242
სერენადა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, ახალი მუსიკალური კონკურსი – „ქართული“ დაიწყო. ეს არის პროექტი, სადაც ქართულ ქალაქურ და საესტრადო სიმღერებს ასრულებენ და მასში მონაწილეობა ტრიოებს, კვარტეტებს, ჯგუფებსა და ანსამბლებს შეუძლიათ.

პირველი გადაცემის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარდგა ჯგუფი „სერენადა“, რომელიც 5 წევრისგან შედგება.

„სერენადამ“ ჟიურის წინაშე შეასრულა გოგი ცაბაძის სიმღერა „ალუბლის რტო“. მათ აკომპანირება პიანისტმა, ლევან ჩხაიძემ გაუწია.

„სერენადა“, ჟიურის გადაწყვეტილებით, შემდეგ ტურში გადავიდა.

მაყურებელი კი სიამოვნებით აზიარებს ბიჭების ტკბილ შესრულებას და წერს:

„საუკეთესოები, უტკბილესები…“, „ბრილიანტები…“, „ოქროს ბიჭები“, „ბრავო“…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g