LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „რაც ევროპარლამენტში მოვისმინეთ, საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის გამეორება იყო, ევროკავშირი ხდება საბჭოთა შინაარსის, ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები და ევროპარლამენტარები, ევროკომისრები – მისი მტრები“

127
შალვა პაპუაშვილი

„ის, რაც ევროპარლამენტში მოვისმინეთ, შინაარსითაც და ესთეტიკითაც საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის გამეორება იყო. ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი დასრულებისკენ მიდის, ჯერჯერობით ეს არის 1989 წლის პერიოდი, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დონეზე არიან, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რომ სულ უკან და უკან წავლენ, სავარაუდოდ ბრეჟნევისაკენ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შავლა პაპუაშვილი12 მარტს, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „ჩვენ გვინდოდა ბრიუსელი, რომელიც ღირებულებებს ეფუძნებოდა და მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო და უფრო მიდის უკან საბჭოთა კავშირის ისტორიაში“.

„ინტონაციითაც და ტონალობითაც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა გაახსენდებოდა მას, ვისაც ეს ყრილობა ახსოვს, სადაც სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკებიდან წარმოდგენილი დეპუტატები ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ, თავს გვესხმოდნენ. აი, ეს ვნახეთ ჩვენ გუშინ.

მათ შორის გვარებსაც რომ ვუყურებთ, საბჭოთა ბანაკის და საბჭოთა ნომენკლატურის წევრები – ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა. ის ისეთ ტერმინებს იყენებს, როგორიც არის “ინფექცია“, „ხალხის ბრალია“. ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური ტერმინოლოგია, რომელსაც ქართველების მიმართ იყენებს. იუკნევიჩიანე ის ქალბატონია, რომელიც 4 ოქტომბრის ძალადობრივ დამხობას აგულიანებდა. ასევე არიან მოძმე ბალტიელი ქვეყნებიდან წარმოდგენილი დეპუტატები.

ჩვენ გვინდოდა ბრიუსელი, რომელიც ღირებულებებს ეფუძნებოდა და მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო და უფრო მიდის უკან საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ჯერჯერობით ეს არის 1989 წლის პერიოდი, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დონეზე არიან, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რომ სულ უკან და უკან წავლენ, სავარაუდოდ ბრეჟნევისაკენ.

ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ევროპარლამენტი თავისი ესთეტიკით, შინაარსით და ღირებულებებით სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „დღეს ევროკავშირს თავს მომხდარი არიან ევროპის მტრები, რომლებიც ევროკავშირს ყველაფერს აცლიან“. მისივე თქმით, ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა „მეკობრეების პარტიის წევრია, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს“.

„როგორც ერთ-ერთი მეკობრე თავს ესხმის მედიას. ეს იგივეა ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მარგინალური ადამიანი ჩეხეთის პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობდეს და თავს ესხმოდეს მედიას.

როცა ევროკავშირზე ვსაუბრობთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ-ი, ხაზს ვუსვამთ, რომ დღევანდელ ბრიუსელს ევროკავშირი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიჰყავს. სულ უფრო მეტად აკლდება მას ევროპულობის ნიშნები და ევროპული მხოლოდ სახელად რჩება. არის ჩვეულებრივი კავშირი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება საბჭოთა შინაარსის, ვიდრე ევროპული შინაარსის.

ის, ვისაც საბჭოთა კავშირი გამოვლილი აქვს, ამას პირდაპირ ვხედავთ – გვახსენდება ის ესთეტიკა, შინაარსი და დამოკიდებულება, რაც საბჭოთა კავშირში იყო. დღევანდელი ბრიუსელის მეშვეობით ერთი-ერთში ამ ყველაფრის რეინკარნაცია ხდება.

ეს სამწუხაროა! სინამდვილეში ჩვენ ვუფრთხილდებით ევროკავშირს და ევროპას. სინამდვილეში ჩვენ და რამდენიმე ქვეყანა უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვები ევროკავშირის შიგნით ვართ ევროკავშირის დამცველები. დღეს ევროკავშირს თავს მომხდარი არიან ევროპის მტრები, რომლებიც ევროკავშირს ყველაფერს აცლიან, რაც არის ევროპული და მას 21-ე საუკუნის საბჭოთა კავშირის ანალოგიად აქცევენ ყველაფრით – იერარქიით, სტრუქტურით, ღირებულებებით.

ევროკავშირში მხოლოდ სახელად არის შემორჩენილი ევროპულობა და არის ჩვეულებრივი საკავშირო რაღაც. აშშ-ც იმას ამბობს, რომ ცივილიზაციურ უფსკრულში მიექანებიან. ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი კი არ იქნება, საუბარი იქნება იმაზე, ევროკავშირი საერთოდ ევროპული იქნება თუ არა, თუ იქნება საბჭოთა კავშირი. ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები და ეს ხალხი, ეს ევროპარლამენტარები, ევროკომისრები არიან დანიშნული ბიუროკრატები, რომლებიც არავის აურჩევია, არიან ევროკავშირის მტრები. ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველი იმიტომ, რომ ვართ ევროპის თანაშემოქმედი და არ გვინდა ევროპული ცივილიზაცია ჩვენს წინ დაინგრეს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g