LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასოდეს დამავიწყდება ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის ასეთი თბილი მიღება ჩვენი დიდი მოძღვრის მიერ… თითქოს მასთან ერთად ეპოქა დამთავრდა“ – პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი პატრიარქთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს

351
ინგა მამუჩიშვილი, პატრიარქი ილია მეორე

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი პატრიარქთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს.

ინგა მამუჩიშვილი რთულ პერიოდს და პატრიარქთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ პატრიარქის გარდაცვალებასთან ერთად ეპოქა დასრულდა:

„უმძიმესი და უდიდესი ტკივილით სავსე დღე გაგვითენდა… არ ვიცი, ამას როგორ შევეგუებით… ალბათ ისეთივე ხალისიანი და ლაღი ვეღარ ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი…“ – ნიკოლოზ ხარატი ილია მეორის გარდაცვალებაზე 

„ვუთხარი, რომ დედამთილმა სახლიდან გამომაგდო, იმ ღამესვე დაიბარა საპატრიარქოში ჩემი ყოფილი ქმარი, დედამთილი და მამამთილი…“ – რა გაიხსენა პატრიარქზე ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა

„ყველაზე მეტად როცა მიჭირდა სწორედ მაშინ ჩემს გვერდით არ იყო დედა, არ იყო მამა, არ იყო ძმა, არ იყო ქმარი, არ იყო მეგობარი, არ იყო ნათესავი, არ იყო ახლობელი, იყო პატრიარქი…“

„იყო პერიოდი როდესაც დიდი განსაცდელის წინაშე ვიდექი, სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, გამოსავალს ვეძებდი, უდიდესი სურვილი მქონდა შევხვედროდი პატრიარქს, ჩამეხედა მისთვის თვალებში და თუნდაც ორი წინადადება გამეგო მისგან, თავზე ხელი შეეხო და დაველოცე… თუმცა შეუძლებლად მიმაჩნდა და მასთან დაახლოებული პირების ძებნა დავიწყე… ერთ დღეს, რაღაც ძალამ მიბიძგა და აი ასე, ჩემით, მარტო გავუყევი საპატრიარქოს გზას, დაცვამ გამაჩერა, ავუხსენი რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პატრიარქის ნახვა…

ვუთხარი ვინც ვიყავი და ისიც დავამატე, რომ მამა გაბრიელის კალთაზე გავიზარდე და მისი პატარა ტაძრის პატარა „თანამშრომელი“ ვიყავი ბავშვობაში, რომ ის ხშირად იყო ჩვენი ოჯახის სტუმარი… დაბნეულმა დაცვის წევრმა დაჟინებული მზერით შემომხედა, ალბათ დაინახა დიდი სევდა ჩემს თვალებში და წინ გამიძღვა შენობის კარამდე, იქ ორ ქალბატონთან გავისაუბრე, ერთი დედაო იყო, რომელიც ცოტა ხნით გავიდა და რომ შემობრუნდა მთხოვეს დავლოდებოდი ერის მოძღვარს. სულ ვკანკალებდი, ვცდილობდი აზრები დამელაგებინა, მაგრამ შფოთვის დროს ეს შეუძლებელია…

დაახლოებით ერთ საათში უსათნოესი დედაო მომიახლოვდა და შემიძღვა ოთახში სადაც პატრიარქი ბრძანდებოდა. ჩემდაუნებურად დავემხე მის წინაშე მუხლებზე, თავზე შემეხო და რამდენიმე წუთს გააჩერა ხელი, უცებ ვიგრძენი სულიერი სიმშვიდე, წამოვდექი, მადლობა გადავუხადე და გასასვლელი კარისკენ წავედი. მან შემაჩერა, ჩამოჯდომა მთხოვა და პრობლემის შესახებ მკითხა. ძალიან მოკლედ ვუამბე ჩემი ერთდროულად თავსდამტყდარი რამდენიმე განსაცდელის შესახებ… დამამშვიდა… განსაცდელს უფალი უგზავნის იმას ვინც უყვარსო, დაღმართს აღმართი მოჰყვება,უფალს შესთხოვე ყოველდღე გულით და გაგაძლიერებსო!!!

კუთხეში ლარნაკი იდგა წითელი სურნელოვანი ვარდებით,რამდენიმე ვარდის ფურცელი დაბლა ეგდო, რამდენიმეჯერ თვალი გამექცა ამ სილამაზისკენ, რაც პატრიარქის მახვილ თვალს არ გამორჩენია. მოუხმო დედაოს, შეაფუთვინა ეს ვარდები და გადმომცა თვითონ… წამოვედი,კანკალი მომეხსნა, ფიქრებმა სადღაც წამიღო…დიდხანს, დიდხანს ვუვლიდი ვარდებს,შემდეგ ვინახავდი გამომშრალ ფურცლებს. ბალიშის ქვეშაც მედო, თითქოს შვებას მგვრიდა!!! არასოდეს დამავიწყდება ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის ასეთი თბილი მიღება ჩვენი დიდი მოძღვრის მიერ რატომღაც მომინდა გამეზიარებინა თქვენთვის… ნათელში იყოს მისი სული, თითქოს მასთან ერთად ეპოქა დამთავრდა“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

„საოცარი სიმშვიდე, სიყვარული და არამიწიერი ენერგიის ძალა მოდიოდა მისი უწმინდესობისგან… მეგონა არასდროს დასრულდებოდა… ერთხელ უცხოელი ჟურნალისტი მყავდა ინტერვიუზე და შემდეგ მეუბნება: „ის მიწიერი ადამიანი არ არის ნათია“ – ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ილია მეორეზე

იყო პერიოდი როდესაც დიდი განსაცდელის წინაშე ვიდექი,სასოწარკვეთილებამ შემიპყრო,გამოსავალს ვეძებდი, უდიდესი სურვილი…

Posted by Inga Mamuchishvili on ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g