საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სავარაუდოდ სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
როგორც ქაშუეთის მღვდელმსახურმა, მამა ელიზბარ ოდიშვილმა ცოტა ხნის წინ მედიასთან განაცხადა.
„მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს… რამდენიმე წუთის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ ღვთივ განისვენა“ – მეუფე შიო
„ჯერ იქნება სიონის გადაწყვეტილება და მერე იტყვიან, სად დაასვენებენ. მე მგონი სამებაში გადაასვენებენ და მერე გადაწყვეტენ სად დასაფლავდება. მე ვიცი, რომ მას უყვარდა სიონი. მე ვიცი, რომ თავიდანვე 1978 წლიდან ჰქონდა გადაწყვეტილი სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს”, – განაცხადა მამა ელიზბარ ოდიშვილმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი აერთიანებდა ჩვენს ხალხს – ვუსამძიმრებთ ეკლესიას და ერს ამ უდიდეს დანაკარგს“ – ბიძინა ივანიშვილი
„გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შესძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული“ – სალომე ზურაბიშვილი
„ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის…“ – ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს მსოფლიო სასულიერო ლიდერები ავრცელებენ