საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს თამარ ივერი.
ამის შესახებ მეცო-სოპრანო სოციალურ ქსელში წერს.
„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!! ძალიან დიდია ჩემი, ჩემი ოჯახის და ყველა მორწმუნე ქართველის ტკივილი პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
დაუვიწყარი იყო მასთან ყოველი შეხვედრა და ცხოვრების ბოლომდე გამყვება ეს გრძნობა და მოგონებები. დიდი მორალური და სულიერი დანაკლისია ქართველი ხალხისთვის, ნათელში იყოს სული მისი, ამინ!“ – წერს თამარ ივერი.
