LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4277
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 13:24 საათზე იწყება და 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

დღეს მზე ერთი თვით გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში. იგი ტოვებს თევზების ნიშანს და გადადის ვერძში. ტრადიციულად, როდესაც მზე ვერძის ნიშანში გადადის, იწყება ასტროლოგიური ახალი წელი – ახალი, 12-ეტაპიანი ციკლი საზოგადოების განვითარებაში, რადგან სწორედ ვერძი იწყებს ზოდიაქოს ნიშნების ამ ციკლს. აღნიშნული გავლენა ადამიანებში გააძლიერებს ენერგიას, აქტიურად მოქმედების უნარს, კომუნიკაბელურობას, ლიდერულ და ორგანიზატორულ თვისებებს, უშიშარ და მებრძოლ სულისკვეთებას, ოპტიმიზმს. ამავდროულად შესაძლოა გააქტიურდეს ვერძისთვის დამახასიათებელი ნეგატიური თვისებებიც: კამათისადმი მიდრეკილება, სულსწრაფობა, უყაირათობა, ეგოიზმი და აგრესიულობა, რაც მეტ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს.

დღის რეკომენდაცია – დღეს იხსნება კოსმიური პორტალი. გაზაფხულის დღე-ღამეტოლობაა, განსაკუთრებული, საკრალური დღე, როდესაც სინათლე თანდათანობით უფრო მეტად იმყარებს პოზიციას და სიბნელეს სძლევს. ამიტომ ილოცეთ და დალოცეთ ყველა, გაიხარეთ და გაახარეთ სხვებიც. დაისახეთ მიზნები, იოცნებეთ და იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. ჩამოწერეთ თქვენი სურვილები. დღევანდელ სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვს, ამიტომ ნუ გამოიყენებთ მათ ტყუილუბრალოდ. კარგი დღეა პატიებისა და შერიგებისთვის. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციების ჩატარებას, კაპიტალდაბანდებასა და ხელშეკრულებების გაფორმებას. ასევე არ არის სასურველი სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანოები, მათ შორის ცხვირი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სარდიონი. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები, რომლებიც გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები