LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „პროტესტში ჩართულებმა ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება… ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი“

136
შალვა პაპუაშვილი

„ამ დღეებში, ჩვენ ვნახეთ პროტესტში ჩართული ადამიანების სახე. ვნახეთ, რომ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება, ქართული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა. ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან დახარჯული მილიონები და ტვინის რეცხვის სხვადასხვა აქტივობები წყალში ჩაიყარა და ვერაფერი მოერევა იმ სულიერ სიძლიერეს, რომელიც პატრიარქმა საქართველოში შექმნა“.

„ამ დღეებში, ჩვენ ვნახეთ პროტესტში ჩართული ადამიანების სახე. ვნახეთ, რომ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება, ქართული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა. ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი.

ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი იმ ასობით ათას ქართველს შორის, რომელიც საათობით იდგა რიგში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოხატა და პატივი მიეგო ჩვენი პატრიარქისთვის და იმ რამდენიმე ათეულ, თუ ასეულ პროტესტში მყოფ ადამიანს შორის, რომელმაც პრო-ევროპელობა აქცია ანტიქართველობად. ეს არის სინამდვილეში, რაც ვნახეთ. დადასტურდა ამ დღეებში, რომ არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პრო-ქართულობისა. ყოველგვარი სხვა პრო-ორიენტაცია იქნება ეს პრო-ევროპული, პრო-დასავლური, პრო-რუსული, თუ პროსხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული. ეს დაგვანახა ჩვენ პროტესტში მყოფი ადამიანების ჯგუფმა.

თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს გვარამიების, „ენჯეოების“ და ამ დონის ადამიანებზე არის ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი იმართება გარედან. ეს არის წლების განმავლობაში ნაკვები და დაფინანსებული ანტიქართული პროპაგანდა, რომელიც გარედან ფინანსდება, გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება. ამის შედეგებს ვხედავთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვხედავთ ამის მარცხს. ვიხილეთ რამდენიმე ასეული ე.წ. პროტესტში მყოფი ადამიანი, მილიონობით ქართველის საპირწონედ, რომ წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან დახარჯული მილიონები და ტვინის რეცხვის სხვადასხვა აქტივობები წყალში ჩაიყარა და ამ ერთმა დღემ გვაჩვენა ჩვენ, რომ ვერაფერი მოერევა იმ სულიერ სიძლიერეს, რომელიც პატრიარქმა საქართველოში შექმნა“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g