LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „2 წლის წინ მკურნალობაზე უარის თქმა ამიკრძალა. რომ ვამბობდი, არ შემიძლია და რაც იქნება მოხდეს ისე მეთქი, აი ეგ სიტყვები ამიკრძალა. დანებება ამიკრძალა“ – ლიკა გაგნიძე მეუღლეზე

3544
ლიკა გაგნიძე

ვიზაჟისტმა და „ტიკტოკერმა“ ლიკა გაგნიძემ, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სიმსივნესთან ბრძოლის დროს გაიცნო, ახლახან განაცხადა, რომ სიმსივნესთან ბრძოლას ხელახლა იწყებს.

ლიკას დასახმარებლად საზოგადოება გაერთიანდა და ოჯახის წევრებთან ერთად მუდმივად ამხნევებენ, რომ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს. 

სწორედ აღნიშნულზე საუბრობს ლიკა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში და აღნიშნავს, რომ ზოგჯერ იმ ადამიანებს, რომლებსაც სიმსივნესთან უწევთ ბრძოლა მკურნალობაზე დაძალება სჭირდებათ, რადგან ზოგიერთი მათგანი ნებდება და ამ დროს მდგომარეობა უფრო რთულდება. 

ლიკა გაგნიძე აღნიშნავს, რომ მეუღლე მუდმივად გვერდით უდგას და დანებების უფლებას არ აძლევს.

„ახლა უნდა გითხრათ რა ამიკრძალა ჩემმა ქმარმა.

თმის შეღებვა ამიკრძალა. კიდევ, 2 წლის წინ მკურნალობაზე უარის თქმა ამიკრძალა. რომ ვამბობდი, არ შემიძლია და რაც იქნება მოხდეს ისე მეთქი, აი ეგ სიტყვები ამიკრძალა. დანებება ამიკრძალა.

​ახლა, 2 წლის შემდეგ ექიმმა რომ მითხრა, შესაძლოა ქიმიები დაგვჭირდესო და ისევ რომ ვამბობდი, და ვამბობდი: „ვსიო, ერთხელ ხომ გავაკეთე და ახლა უკვე აღარ შემიძლია“ – ეს რომ ვთქვი, მაგის თქმაც ამიკრძალა. 

სულ მიკრძალავს, როცა იმ აზრამდე მივდივარ, როცა მე არ შემიძლია. არ შემიძლია ამიკრძალა. 

არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ დაძალება. ხანდახან, იძულება აუცილებელია. ადამიანებმა მომიყვნენ, რომ თავისმა ახლობლებმა ვერ შეძლეს, ძალა არ ეყოთ, რომ  და გაირთულეს მდგომარეობა.

თუ ვინმე იმ გზაზე ხართ, რომ ქიმიები, მკურნალობა გჭირდებათ და ფარ-ხმალი გაქვთ დაყრილი, ეს არის შინაგანი პროტესტები. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ ფაქტის წინაშე რომ დადგებით და ახლობლებს კიდევ ვეტყვი, რომ რაც შეიძლება მეტი დააძალეთ ასეთ ადამიანებს“, – აცხადებს ლიკა გაგნიძე.  

@likiita

ასევე დედაჩემი და ჩემი მეგიბრებიც,სულ მაძალებდნენ და მაიძულებდნენ მევლო ექიმთან და გამეკეთებინა ყველაფერი რაც საჭირო იყო.მე არ ვიყავი და არც ვარ საკმარისად ძლიერი,ადამიანმა თუარდამაძალა შეიძლება საწოლიდანაც არ ავდგე თუ რთული პერიოდი მაქვს

♬ original sound – liki gagnidze
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g