LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიმონ ბეიკერის ყოფილი ცოლი, რომელიც ნიკოლ კიდმანის მეგობარია, „შოკირებული და დაბნეულია“ – ახალი დეტალები კიდმანი-ბეიკერის შესაძლო რომანის შესახებ

361
page

რამდენიმე დღის წინ, ნიკოლ კიდმანი ყურადღების ცენტრში მოექცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მსახიობი და მისი ავსტრალიელი კოლეგა, საიმონ ბეიკერი ერთმანეთთან დაახლოვდნენ.

ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ნიუ-იორკში, სერიალის, Scarpetta-ს პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები შენიშნეს. მოგვიანებით კი, როგორც მედია წერს, წყვილმა „აფთერფართიზეც“ შესანიშნავი დრო გაატარა.

აქ რა ხდება? – ნიკოლ კიდმანისა და საიმონ ბეიკერის ურთიერთობა განხილვის მთავარი თემა გახდა

ცოტა ხნის წინ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოიკვეთა. ძველი ფოტოები ცხადყოფს, რამდენად ახლო მეგობრები იყვნენ ოდესღაც ნიკოლ კიდმანი და საიმონ ბეიკერის ყოფილი მეუღლე, რებეკა რიგი.

ცნობილი ხდება, რომ რებეკა რიგი „შოკირებული და დაბნეულია“ კიდმანისა და ბეიკერის შესაძლო რომანის შესახებ გავრცელებული ჭორების გამო.

მიუხედავად აქტიური განხილვებისა, კიდმანისა და ბეიკერის ურთიერთობის სტატუსი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

„ის შოკშია“ – ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ქალიშვილმა მშობლების განქორწინების შემდეგ, დედის პოზიცია დაიკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები