დღის რეკომენდაცია – დღეს მზე ვერძის აქტიურ და ენერგიულ ნიშანშია, მთვარე კი – ოპტიმისტურ მშვილდოსანში. გაითვალისწინეთ, რომ დღეს და ხვალ გეომაგნიტური დღეებია, რაც ნეგატიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან მაღალია აურის ენერგეტიკული დაბინძურებისა და „ცუდი თვალის“ ზეგავლენის ალბათობა.
დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია იურიდიული საქმიანობისთვის, სასამართლო პროცესებისა და უცხოელებთან ურთიერთობისთვის (საელჩოები, საკონსულოები). კარგია კაპიტალდაბანდება უცხოეთში, ექსკურსიები, ლაშქრობები, ხელშეკრულებების დადება და პრეზენტაციების მოწყობა. შეგიძლიათ შეიძინოთ სპორტული ნივთები. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ახდება.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში გამოიჩინეთ სიფრთხილე. ხელმძღვანელ პირებს მართებთ თავშეკავება, ნუ გამოავლენთ დიქტატორულ თვისებებს და ნუ ეცდებით სხვების ჭკუის სწავლებას, ეს სიტუაციას დაძაბავს. ნუ იქნებით ამპარტავანი და სარკასტული, რადგან საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა მხოლოდ კონფლიქტს წარმოშობს.
ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი და საზარდული. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. გეომაგნიტური ფონის გამო მოსალოდნელია თავის ტკივილი და წნევის ცვალებადობა, ამიტომ გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები და მეტი დაისვენეთ. რეკომენდებულია წყლის პროცედურები, ვარჯიში, ფილტვებისა და ბრონქების მკურნალობა. არ ვარგა სისხლის გადასხმა და ყურების გახვრეტა.
დღის მინერალები და ფერები – კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, იაგუნდი და სარდიონი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ლურჯ, ცისფერ, იისფერ, წითელ და ყვითელ ტონებს (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში) – ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძისა და ტყუპების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია თხის რქას და თევზებისთვის, რომლებსაც მართებთ მაქსიმალური ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.