LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სად უნდა წავსულიყავი თუ არა ჩემი მეუღლის სახლში, სადაც მან მიმიყვანა და დამტოვა? ჩემმა დედამთილმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა“ – ლიკა კუჭუხიძე

3444
2026-04-06_02-04-26_177078

ლიკა კუჭუხიძე, ვისი მეუღლეც, ბაჩო ლასარეიშვილი აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია.

ლიკა გადაცემის ეთერში თავის დედამთილთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

„ჩემმა დედამთილმა ჩემთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც შეძლო და თავისი შვილის სიყვარულს პატივი სცა. ჩემს დედამთილს ერთადერთი შვილი ჰყავდა. მას სახლში დასვენებულს ტოვებდა და ჩემთან საავადმყოფოში მოდიოდა.

როდესაც მითხრეს ბაჩო აღარ არისო, ერთი წამითაც არ მიფიქრია სად უნდა წავსულიყავი, თუ არა ჩემი მეუღლის სახლში, სადაც მან მიმიყვანა და დამტოვა? დღეს მე ჩემი მეუღლის ოჯახში ვიმყოფები. ჩემი მეუღლე მამის გარეშე გაიზარდა. ორი თვის იყო, როდესაც მამამ მიატოვა“, – ამბობ ლიკა კუჭუხიძე.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.

„ნამდვილად სასწაული მყავდი, როგორ მენატრები და მჭირდები, ნეტავ იცოდე“ – რას წერს აბაშაში ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე

„ყველა მთხოვს, ბაჩოზე დავწერო როგორ გავიცანი და როგორ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია…“ – რას წერს ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე

„მინდა პირდაპირ ვთქვა, ნუ მასწავლით, როგორ უნდა გადავიტანო ჩემი ტკივილი“ – ლიკა კუჭუხიძის მიმართვას საზოგადოებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g