LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტო მომიწია ჩემ შვილებთან ერთად ცხოვრება, ემოციურად კარგად ვარ… მაგრად ასწორებს“ – რუსკა მაყაშვილი

1748
რუსკა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი „მერეპოტკასტის“ სტუმარი იყო.

რუსკამ მისი ცხოვრების დღევანდელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან კარგად არის და მარტო, ბავშვებთან ერთად ცხოვრება „მაგრად ასწორებს“.

„ახლა მარტო მომიწია ჩემ შვილებთან ერთად ცხოვრება. ემოციურად კარგად ვარ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს ეძინა მარტო, ხან ჩემ დასთან ერთად მეძინა, ხან ბებიაჩემთან და ხან დედაჩემთან ერთად. რაღაცების გაკეთება ზოგს ძალიან ადრე უწევს, ზოგს გვიან. მე საკმაოდ დიდ ასაკში მომიწია ჩემ შვილებთან ერთად ცხოვრება და მოკლედ რომ გითხრა, გადასარევია. მაგრად ასწორებს.

ვინც ამ სიტუაციაშია ან ამ სიტუაციისთვის ემზადება, რჩევას ვერ მივცემ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად დაფიქრდნენ, დაუსვან კითვები საკუთარ თავს და გაიგონ, რა უნდათ და რატომ უნდათ.

კითხვებს პასუხს რამდენიმე დღეში ვერ გასცემ. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა მე პირადად. როცა მივხვდი, რომ ყველა კითვას პასუხი გაცემული ჰქონდა, მერე გადავწყვიტე მარტო ცხოვრება“, – ამბობს რუსკა მაყაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g