დღის რეკომენდაცია – დღეს მნიშვნელოვანი საკრალური დღეა. ილოცეთ და დალოცეთ ყველაფერი. ხელსაყრელი პერიოდია სულიერი განვითარების, ინტელექტუალური მუშაობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგია საზოგადოებრივი აქტივობა, რეფორმების დაწყება, სწავლა და მეგობრული კონტაქტები. პოზიტიური დღეა ბინის შეცვლისა და დიეტის დასაწყებად. მებაღეობის კუთხით, კარგია ნიადაგის მოვლა, კულტივაცია, ხეხილისა და ვაზის დარგვა. დაუგდეთ ყური უფროსი თაობის ქალბატონების რჩევებს და დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს. დღევანდელ სიზმრებს კი ნუ დაუჯერებთ.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელს უწყობს მეგობრულ და სულიერ კავშირებს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ იუმორს დღეს ყველა სათანადოდ ვერ აღიქვამს, რაც შესაძლოა დაძაბულობის მიზეზი გახდეს. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და შეინარჩუნეთ ზომიერება ურთიერთობებში.
ჯანმრთელობა – სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ვენების ზონა და ფეხის კუნთები. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები. მოერიდეთ ალკოჰოლს და ძლიერ დამაძინებელ საშუალებებს. ნუ გადატვირთავთ მხედველობას. ფეხზე დიდხანს დგომას ჯობია იაროთ (მოძრაობა უფრო სასარგებლოა).
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ლაბრადორი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ყვითელს, ვარდისფერს, ცისფერს, ვერცხლისფერ ფერებს, ეს ტონები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისათვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.