LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აბჯარი ავისხი ხალხო! ჩემს შვილს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, გთხოვოთ, დაგვეხმაროთ თუნდაც ერთი ლარით, თქვენი დახმარებით უნდა მოვავლინო მეორედ ქვეყნიერებას“ – 21 წლის ფეხბურთელს საზოგადოების დახმარება სჭირდება

508
ერასტო მიქავა

ახალგაზრდა ფეხბურთელს, საფეხბურთო კლუბ „მერანი მარტვილის“ წევრს, ერასტო მიქავას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერასტო მიქავას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

საფეხბურთო კლუბი „მერანი მარტვილი“ სოციალურ ქსელში ერასტო მიქავას დედის მიმართვას და საბანკო რეკვიზიტებს ავრცელებს:

„ყველაფერი კარგად იქნება, ერა!

მოკლედ, მეგობრებო, არასასიამოვნო ამბავი გვაქვს… ჩვენს ფეხბურთელს, ერასტო მიქავას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე.

ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად კი აუცილებელია მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი გუნდი ერასტოს გვერდში დაუდგება, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.

ერასტოს დედა, ნატო კვარაცხელია:

„აბჯარი ავისხი ხალხო! ჩემი 21 წლის ერასტოს ჯანმრთელობის გამო. ჩემო მეგობრებო და კეთილო ადამიანებო, დიდი განსაცდელის წინაშე დგას ერასტო მიქავა! ჩემს შვილს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე… აუცილებელია ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალება ოჯახს სრულად არ გაგვაჩნია. უნდა გთხოვოთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაგვეხმაროთ, თუნდაც ერთი ლარით… უმოკლეს დროში უნდა გავფრინდეთ საფრანგეთში. უფალი დიდია და შეგიწირავთ თითოეულ თქვენგანს… თქვენი დახმარებით უნდა მოვავლინო მეორედ ქვეყნიერებას. გთხოვთ შემაძლებინოთ… აქვე მივუთითებ ერასტოს პირადს 62902021241.

თიბისი ბანკის ანგარიში: GE41TB7871945064300036

საქართველოს ბანკის ანგარიში: GE20BG0000000580766513

მიმღები ერასტო სმირნოვი (მიქავა)

გთხოვთ გადააზიაროთ“, – აღნიშნულია ერასტო მიქავას დედის მიმართვაში, რომელსაც საფეხბურთო კლუბი „მერანი მარტვილი“ ავრცელებს.

ყველაფერი კარგად იქნება ერა! 🙏❤️ მოკლედ, მეგობრებო არასასიამოვნო ამბავი გვაქვს.. ჩვენს ფეხბურთელს ერასტო მიქავას…

Posted by FC Merani Martvili on ორშაბათი, 13 აპრილი, 2026

აბჯარი ავისხი ხალხნოო!,ჩემი 21 წლის ერასტოს ჯამრთელობის გამო.ჩემო მეგობრებო და კეთილო ადამიანებო,დიდი განსაცდელის წინაშე…

Posted by Nato Kvaracxelia on კვირა, 12 აპრილი, 2026

ამაზე მეტად თავზარდამცემი რა უნდა გაგვეგო მარტვილის საფეხბურთო აკადემიას🙏🏻🙏🏻🙏🏻 ჩვენი აკადემიის ერთ ერთი ყველაზე…

Posted by მარტვილის საფეხბურთო სკოლა on ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g