LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „გარე აქტორები საქართველოს მოსვენებას არ აძლევენ, სიფრთხილეა საჭირო, შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, საამაყოა, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს“

143
კახა კალაძე

„გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, სიფრთხილეა საჭირო, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, „სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩთან დაკავშირებით და მისი მონაწილეობით“.

მამუკა მდინარაძე: სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი ბლაჟევიჩთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით – მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები

კახა კალაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ.

„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანები ქვეყანაში გადატრიალებაზე, დაპირისპირებაზე ტრენინგებს ატარებდნენ. რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ კონკრეტული ვიდეოჩანაწერი, რაც ეხებოდა რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ეს შეფუთული იყო ისე, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ. რეალურად კი სისხლისღვრაზე იყო საუბარი. საზოგადოება ხედავს, რომ გარე აქტორები არიან ჩართულები. საქართველოს მოსვენებას არ აძლევენ. სიფრთხილეა საჭირო. მადლობას ვუხდი შესაბამის სამსახურებს, რომ არიან მოწოდების სიმაღლეზე“, – თქვა კახა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა სამსახურის ერთობლივი და ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვანია.

„სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ფაქტები იყო. ამან საზოგადოებაშიც აღშფოთება გამოიწვია. როგორც ვიცი, ამაზე გამოძიება დაწყებულია. როგორც მოვისმინე, იდენტიფიცირების პრობლემა არის, თუმცა შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა. საამაყოა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. საამაყოა ის, რომ დღეს ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა. თითოეული სამსახურის ეფექტური მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ „სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი ბლაჟევიჩთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით – მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g