LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ ვიცი როგორი მასწავლებელი ჰყავდა, სტურუასთვის სხვანაირად რომ აეხსნათ, შეიძლება სულ სხვა „ვეფხისტყაოსანი“ [დაედგა] არ მიყვარს, ასე ხელაღებით რომ გავიმეტებთ ხოლმე ადამიანებს“ – დათო ტურაშვილი

530
დათო ტურაშვილი

რობერტ სტურუას სპექტაკლმა „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც 5 აპრილს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე შედგა, საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.

„თეატრის პოეზიაში გადავიყვანე გენიალური პოეტის ნაწარმოები“… „იმედი მაქვს, იმდენად თამამია, რომ ახლახან სითამამისთვის „დახვრეტილ“ ახალგაზრდა რეჟისორებს „მკვდრეთით აღადგენს“ – „ვეფხისტყაოსნის“ პრემიერა, კრიტიკული შეფასებები და რობერტ სტურუას პასუხი

სპექტაკლი დღემდე განხილვის საგანია სოციალურ ქსელში – დადგმის შესახებ საკუთარ აზრს აფიქსირებენ საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანები.

„პრემიერის წინა დღეს ცხარე ცრემლებით ვტიროდი… დაივიწყეთ, ახლა რაც გქონდათ გაკეთებული და ფინალში ასე მოიქეცითო“ – რას იხსენებს თინათინის როლის შემსრულებელი ქეთი სვანიძე

რობერტ სტურუას და მისს მიერ დადგმული სპექტაკლის შესახებ ისაუბრა მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“.

„მაგ სპექტაკლის და რობერტ სტურუას ამბავი პირველივე სტროფის მესამე ტაეპში წერია: „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“. მე რომ მიმაჩნია, რომ ვეფხისტყაოსანი ქართულ ლიტერატურაში კი არა, სამყაროს ისტორიაში ყველაზე გენიალური ნაწარმოებია, ვინც არ მეთანხმება, მას არც ვეკამათები. რობერტ სტურუა იქნება თუ ნებისმიერი სხვა, შეუძლია თავისი განსხვავებული [აზრი ჰქონდეს]…

ამ ადამიანს მართლა აქვს საოცარი მნიშვნელობის წვლილი შეტანილი ქართული კულტურის განვითარებაში და საერთოდ ქართული თეატრის შექმნაში [ ვგულისხმობ თანამედროვე ქართულ თეატრს]. არ მიყვარს, ასე ხელაღებით, ასე რომ გავიმეტებთ ხოლმე ადამიანებს…

სხვათა შორის, რაც იგულისხმა, რომ ეროტიკული, თინათინს, შიშველიო… არ არის იქ შიშველი, სხვათა შორის. ამიტომ, არ ვიცი რა სკოლაში სწავლობდა, როგორი მასწავლებელი ჰყავდა, სტურუასთვის სხვანაირად რომ აეხსნათ, შეიძლება სულ სხვა „ვეფხისტყაოსანი“ [დაედგა]“ – აღნიშნა დათო ტურაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g