კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა სენსორი გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ ერთად გამოჩნდნენ. ეს მათი პირველი ერთობლივი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც რეპერს დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალა.
წყვილი პარასკევს საღამოს ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს, სადაც ისინი სასტუმროში, Chateau Marmont სასიამოვნოდ ატარებდნენ დროს. უესტი ჩვეულ სტილში, სრულად შავ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. რაც შეეხება ბიანკას, სენსორიმ კვლავ საკმაოდ თამამი „ლუქი“ აირჩია. მას ღრმა დეკოლტე-ბოდე და ვერცხლისფერი კოლჰოტები ეცვა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ უესტი კრიტიკის ქვეშ მოექცა ანტისემიტური განცხადებების გამო, რასაც მისი ბრიტანეთში შესვლის აკრძალვა მოჰყვა.
„ზედმეტად ჩაცმული“ ბიანკა სენსორი მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში