„არჩევნები გაიმართება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ამიტომ ყველას შეუძლია მოემზადოს ამ თარიღისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით დაუსვევს კითხვა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა მხოლოდ კომპეტენციით და ქვეყნის მიმართ ლოიალობით განისაზღვრება“.
„არჩევნები გაიმართება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ამიტომ ყველას შეუძლია მოემზადოს ამ თარიღისთვის. ამას ვურჩევდი ყველას. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას – „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა არ განისაზღვრება ასაკით, სქესით, სიახლით, სიძველით, კუთხურობით, ეროვნებით, თმის ფერით, თვალის ფერით და ა.შ. განისაზღვრება მხოლოდ კომპეტენციით და ქვეყნის მიმართ ლოიალობით,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
