კრის ბრაუნმა მე-12 სტუდიური ალბომის, Brown გარეკანი წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ დისკის ყდა მაიკლ ჯექსონის საკულტო ალბომის – Thriller ქავერის ინსპირაციით შეიქმნა და ხაზს უსვამს ,,პოპის მეფის” უდიდეს გავლენას ბრაუნის შემოქმედებაზე.
ბრაუნს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჯექსონი მისი მთავარი შთაგონების წყაროა, ეს ქავერი კი სწორედ ლეგენდარული არტისტისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.
Chris Brown giving Michael Jackson Thriller vibes on his 12th studio album📍
— Victor Baez | Club Ambition (@itsavibe) April 30, 2026
"Brown" dropping next week May 8th
27 songs 💿 pic.twitter.com/gZhihRFs0l
საინტერესოა ისიც, რომ ალბომის სახელწოდება – Brown იშიფრება, როგორც Break Rules Only When Necessary (,,დაარღვიე წესები მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია”).
ალბომი 27 ტრეკს გააერთიანებს, რომელთაგან უკვე გამოიცა სინგლები – Holy Blindfold, დუეტი ბრაისონ ტილერთან It Depends და Obvious.
ალბომი მოჰყვება კრის ბრაუნის 2023 წლის ნამუშევარს – 11:11 და გამოვა 8 მაისს, მომღერლის 37-ე დაბადების დღის (5 მაისი) შემდეგ.