LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3298
მიხეილ ცაგარელი

დღეს, ღამის 01:00 საათიდან დილის 10:35 საათამდე, გრძელდება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ქვეითებსა და ცხოველების პატრონებს.

გარდა ამისა, დღე გეომაგნიტურია, რაც ნეგატიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. აკონტროლეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.

დღეიდან 17 მაისამდე კომუნიკაციის, გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა – მერკური გადადის კუროს ზოდიაქოში. ეს პერიოდი ადამიანების აზროვნებაში მეტ ორგანიზებულობას, ნებისყოფას, პრაგმატულობას, დისციპლინას, სტაბილურობასა და სიფრთხილეს შემოიტანს. თუმცა, შესაძლოა იმატოს სიზარმაცემ და სიჯიუტემ.

დღის რეკომენდაცია – დღე პოზიტიურია მგზავრობის, მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტებისთვის. კარგი დროა ტურისტული ლაშქრობების, ექსკურსიებისა და სპორტული ღონისძიებებისთვის. ხელსაყრელია სამგზავრო ბილეთების შეძენა, სწავლა და საქველმოქმედო საღამოები. სახლში კარგია დალაგება-დასუფთავება და ზედმეტი ნივთების მოშორება. გაუფრთხილდით ძვირფასეულობას და აკონტროლეთ ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ მშენებლობას და ყურების გახვრეტას.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორთან ურთიერთობისას გამოიყენეთ იუმორი და მოერიდეთ კონფლიქტებს.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და საზარდული. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია ფილტვების, ხელების, მხრებისა და ძვლების მკურნალობა. კვების რაციონში შეიტანეთ ბროკოლი, ისპანახი, თხილი და წიწიბურა.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძებისა და ტყუპების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ქალწულისა და თევზებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები