დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღეიდან 17 მაისამდე ყალიბდება მძიმე კარმული ასპექტები შავ მთვარესა (ლილიტი) და მთვარის კვანძებს შორის. ეს პერიოდი ზრდის რელიგიური და იდეოლოგიური შეცდომების წარმოქმნის ალბათობას, რაც შეაყოვნებს საზოგადოების სულიერ განვითარებას და გამოიწვევს კონფლიქტურ დაპირისპირებებს.
დღის რეკომენდაცია – დღე ხელსაყრელია მავნე ჩვევებისგან (მათ შორის თამბაქოსგან) გასათავისუფლებლად, დიეტისთვის, ნადირობა-თევზაობისა და ექსპერტიზისთვის. კარგი დროა უძრავი ქონებისა და მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ასევე, ეპილაციისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ტრადიციებს და მოიშორეთ უსარგებლო ნივთები.
ნუ აჩქარებთ მოვლენებს და ნუ ეცდებით სწრაფად გამდიდრებას. მოერიდეთ ხმაურიან ადგილებს. არასასურველი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის, ვაჭრობისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები ახდება ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები და მუხლების ზონა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს. კვების რაციონში შეზღუდეთ თხილი, თაფლი და ალერგიული პროდუქტები. მოერიდეთ სიმძიმეების აწევასა და მკვეთრ მოძრაობებს.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: ონექსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ყავისფერ, ბეჟ, ყვითელ, მწვანე და ნაცრისფერ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ქალწულისა და თევზების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ვერძების, ტყუპებისა და სასწორებისთვის. მათ მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.