სულ მალე ჯეი ლოსა და ბრედ გოლდსტაინის მონაწილეობით ახალ ფილმს, „სამსახურებრივ რომანს“ ვიხილავთ. კომედიურ მელოდრამაში ისინი კოლეგების როლს ასრულებენ, რომლებსაც ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდებათ.
სულ ცოტა ხნის წინ ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ფილმის პირველი „ტრეილერი“ გაავრცელა და გვამცნო, რომ პრემიერა 5 ივნისს შედგება.
„ეს რომანტიკული კომედია შესაძლოა სამუშაო გარემოში სანახავად შეუფერებელი იყოს, მაგრამ ნამდვილად ღირს მისი ნახვა. სამსახურებრივი რომანის პრემიერა 5 ივნისს გაიმართება“, – ასე დაასათაურა ჯეი ლომ ვიდეო.
აღსანიშნავია, რომ ფილმი სავსეა ცეცხლოვანი და ვნებიანი სცენებით. მედიაში არ წყდება სპეკულაციები ჯეი ლოსა და ბერდის რეალურ ცხოვრებაშიც განვითარებული შესაძლო რომანით.
„გადაღებების დროს ეს ფაქტობრივად ყველასთვის ცხადი იყო. ბრეტი და ჯეი ლო თავიდანვე შესანიშნავად ეწყობოდნენ ერთმანეთს და მათ შორის საოცარი ქიმია იყო. ეს სწორედ ისაა, რაც ჯენიფერს ბენ აფლეკის შემდეგ სჭირდება, ის მას ღიმილს ჰგვრის“, – აცხადებს წყარო.
ფილმის კადრების გავრცელების შემდეგ ინტერნეტსივრცეში უამრავი კომენტარი ვრცელდება.
„ბენ, აბა რას იტყვი?“, „ბენ, აბა ახლა დაგვენახე!“, „მათ შორის ქიმია აშკარად არის“, „იქნებ, ჯეი ლოს სწორედ ასეთი მამაკაცი სჭირდება?!“