LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ გარდაბანში, ადამიანის დაჭრისთვის 29 იანვრიდან ძებნილი პირი დააკავა

123
Untitled design

პოლიციამ გარდაბანში, ადამიანის დაჭრისთვის 29 იანვრიდან ძებნილი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, თანასოფლელს, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.

პოლიციამ ძებნილი პირი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავა. ამ დროისთვის, იგი გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში“- ნათქვამია ინფორმაციაში.

magti 5g